სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა
ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოტობლოკები გადაეცათ. აღნიშნული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა ახალი პროგრამის პრეზენტაციაც, რომელიც დევნილი მოსახლეობის სამეწარმეო და პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს.