სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებას მარნეულიდან რამდენიმე კომპანია ახორციელებს. ბოლო ორ დღეში, სარეალიზაციოდ დაახლოებით 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს. პროდუქტის ჩაბარების პროცესს, სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. დაცულია სოციალური დისტანცია, ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხორციელდება. მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპერაციული მართვის შტაბის ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების საკითხებზე იმსჯელეს.