სასმელი წყლის პრობლემები მარტვილის სოფლებში
სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის პრობლემები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ პრობლემებზე მოამბე რეგიონები ჯერ კიდევ 4 წლის წინ გიყვებოდათ. ადგილობრივები გზის, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის არარსებობას უჩიოდნენ. ჩვენი რეპორტაჟის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თარგამეულის ერთ უბანზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, თუმცა სხვა პრობლემები მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურია.
ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი მარტვილიდან #მოამბერეგიონები