სასმელი წყლის პრობლემა ვერხვების დასახლებაში 

უკვე ხუთი წელია გორში, ვერხვების დასახლებაში რამდენიმე ქუჩას წყალი გრაფიკით, მხოლოდ დღის საათებში მიეწოდება. თუმცა, ბოლო პერიოდში, რამდენიმე საათით მოსული წყალიც დაბინძურებული აღმოჩნდა. დაბინძურებული წყალი მოსახლეობას რამდენიმე დღე მიეწოდებოდა, მიზეზად საქართველოს გაერთიანებულ კომპანიაში მილის დაზიანება დაასახელეს და თქვეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალს ნალექი და ჭუჭყი ისევ მოჰყვება.

რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება – ამას ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი მოგვიყვებიან.