სოფელში, სადაც წლების წინ 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დღეს სახლების უმეტესობა ცარიელია. ნაცარგორა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და ის ნელ-ნელა ადამიანებისგან იცლება. ვინც დარჩა, ცდილობს მიწას მოუაროს და ოჯახი სოფლად შეინარჩუნოს. თუმცა ამ სურვილს ყოველდღიური პრობლემები ართულებს. ადგილობრივები სასმელი წყლის ხარისხს არ ენდობიან, პრობლემაა ინფრასტრუქტურაც. საავტომობილო გზა სოფლის მხოლოდ ნაწილშია მოასფალტებული, დანარჩენი უბნები კი წვიმის შემდეგ თითქმის მიუვალია. აქ აღარც სკოლა ფუნქციონირებს, რის გამოც ყოველ დილით ბავშვებს მეზობელ სოფელში უწევთ სიარული.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები