სასმელი წყლის პრობლემა მცხეთიჯვარში
მცხეთიჯვარში ვენახი ბევრისთვის ყოველდღიური ზრუნვისა და სიცოცხლის სიმბოლოა. სოფელი, სადაც საუკუნეების წინ გაშენებული პინო ნუარის ვაზი ხარობს, დღეს სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას. ადგილობრივებისთვის ჭა და წყარო ერთადერთია, საიდანაც წყლის მოპოვებაა შესაძლებელი, თუმცა, გვალვების დროს ჭა შრება. პრობლემის შესახებ იციან ხაშურის მერიაში, სადაც ამბობენ, რომ სიტუაციას ეტაპობრივად მოაგვარებენ.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.