სასმელი წყლის პრობლემა კავთისხევში
რატომ ვერ დაარწმუნა ადგილობრივმა ხელისუფლებამ კავთისხევის მოსახლეობა, რომ წყალი, რომლითაც სოფელი მარაგდება, სასმელად ვარგისია. უკვე წლებია კავთისხეველები ამ პრობლემის გამო წუხან და სასმელ წყალს სოფლის წყაროდან იმარაგებენ. იმ პირობებში, რომ საათობრივად მიეწოდებათ, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ზაფხულში, როცა სოფელში წყლის მოხმარება ხალხის რაოდენობასთან ერთად იზრდება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ხარისხი მუდმივად მოწმდება და საჭირო ინფრასტრუქტურაც ეტაპობრივად ეწყობა, თუმცა როგორც სჩანს ადგილობრივების 24-საათიანი უზრუნველყოფისთვის ეს საკმარისი არ არის.
რა იგეგმება სამომავლოდ ამ პრობლემის მოსაგვარებლად – ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი შიდა ქართლიდან #მოამბერეგიონები