სასმელი წყლის კონტროლი დაბა ბაკურიანში

21:54, 03.12.2025

პრობლემა, რომელიც საკურორტო ზონისთვის წლების განმავლობაში მთავარი გამოწვევა იყო, მოგვარებულია.

დაბა ბაკურიანის მოსახლეობას და დამსვენებლებს წყალი შეფერხებების გარეშე მიეწოდებათ. მკვეთრად არის გაუმჯობესებული წყლის ხარისხიც. იმისთვის, რომ წყლის მიწოდებისას შეფერხებები არ წარმოიქმნას, რაც წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ძირითადად წყლის უკანონო დაერთებით იყო გამოწვეული, დაწყებულია აქტიური მონიტორინგი. პირველ ეტაპზე შემოწმებას ბაკურიანში მდებარე კომერციული ობიექტები დაექვემდებარებიან. კერძო სექტორს დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წყლის მიწოდება საერთოდ შეუწყდება.

მსგავსი