სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადა - გიმნაზიადა

ხვალიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, რიო დე ჟანეიროში სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადა, გიმნაზიადა იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი მოსწავლეებიც. საქართველოს დელეგაცია ბრაზილიაში დღეს გაემგზავრა. მათი მოლოდინით, მოსწავლეები წარმატებით იასპარეზებენ სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაში და ქვეყანას ასახელებენ.