სასკოლო კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

სასკოლო კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებულები ცნობილია. ისინი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. სასკოლო კვირეული საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა. სამინისტროში წარმოდგენილი 445 საკონკურსო ნამუშევრიდან ჟიურის მიერ სულ 13 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.

I საპრიზო ადგილი აფხაზეთის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა, II ადგილზე თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო III ადგილი სკოლამ „ლომისი-1″ დაიკავა. ინიციატივის მიზანია მოსწავლეებში ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.