სასკოლო ფორმების შესყიდვა დასრულდა

სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა. კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს ფორმა მილიონ 801 ათასი მოსწავლისთვის შეიკერება. სკოლებისთვის მიწოდების პროცესი კი სამ ეტაპად განხორციელდება. ზაფხულის პერიოდში გაირკვევა, თუ რა ეღირება სასკოლო სამოსის ერთი კომპლექტი. ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 ათას ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ საჯარო სკოლებში ფორმის ტარება ხელს შეუწყობს უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.