სასკოლო ფორმების რეალიზაცია 

21:33, 20.08.2026

სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს პირველი სექტემბრიდან შეეძლებათ.

ჩინეთში მოქმედ საწარმოში შეკერილი ტანსაცმლის სპეციალურ სარეალიზაციო პუნქტებში განაწილება უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე მხოლოდ პირველკლასელებისთვის გათვალისწინებული ფორმების რეალიზაცია მოხდება, ოქტომბერ-ნოემბერში კი დანარჩენი კლასებისთვის განკუთვნილი მარაგები ჩამოვა. სარეალიზაციო პუნქტები ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყობა, გარკვეული კატეგორიისთვის ფორმები უფასო იქნება. რამდენად უსაფრთხო იქნება ტანსაცმლის ხარისხი ბავშვების ჯანმრთელობისთვის – დღეს სამინისტრომ განმარტებები ამ თემაზეც გააკეთა და გარკვეული ჯგუფები დეზინფორმაციული კამპანიის აგორებაში დაადანაშაულა.

თვეების წინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სასკოლო ფორმების ტარება პირველიდან, მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება სავალდებულო.

მსგავსი