სასკოლო ფორმების რეალიზაცია დაიწყო

12:01, 01.09.2026

სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან იწყება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით ექნებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფორმების რეალიზაციის 84 პუნქტია განთავსებული. წლევანდელი სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ.

დესი ვარდოსანიძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი