სასკოლო ფორმების რეალიზაცია დაიწყო

21:09, 01.09.2026

სასკოლო ფორმები უკვე ხელმისაწვდომია. დღეიდან პროდუქცია სარეალიზაციო პუნქტებში და ონლაინ-პლატფორმაზე იყიდება. ერთი კომპლექტის ფასი 95 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სასკოლო ფორმები მხოლოდ პირველკლასელებისთვის არის გათვალისწინებული – პროდუქცია ჩინეთის ერთ-ერთ საწარმოში შეიკერა. მომდევნო თვეებში კი, მეექვსე კლასის ჩათვლით, ფორმები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა. ქსოვილის ხარისხის გამო, სასკოლო ფორმების მიმართ მშობლების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, ამიტომ სურვილის შემთხვევაში, მშობლებს ფორმების დამოუკიდებლად შეკვეთისა და შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ – თუმცა, ასეთ შემთხვევაში გარკვეული პირობები უნდა იყოს დაცული. ,,მოამბის” ჟურნალისტები დღეს სარეალიზაციო პუნქტებში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეების ნაწილმა ფორმები უკვე მოირგო.

მსგავსი