სასკოლო ფორმების გაყიდვის ონლაინ-პლატფორმა

21:35, 24.08.2026

საჯარო სკოლების მე-6 კლასელებისთვის სასკოლო ფორმები ონლაინ-სივრცეშიც გაიყიდება. მათ, ვისაც პროდუქციის ფიზიკურად შესყიდვა სურს, ეს შესაძლებლობა 1-ლი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მიეცემათ. 1-ლი სექტემბრიდან ონლაინ-პლატფორმაც ამოქმედდება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ფორმების გამოწერას. იმ მშობლებს, რომლებსაც ჩინურ საწარმოში შეკერილი ტანსაცმლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, სამინისტრო ფორმების დამოუკიდებლად შეძენის ან შეკერვის საშუალებას აძლევს – თუმცა, დაცული უნდა იყოს დიზაინთან დაკავშირებული სტანდარტები. ვნებათაღელვის თემად რჩება ფორმების ხარისხი, რაზეც განმარტებები დღესაც გაკეთდა. კომპლეტის ღირებულება 95 ლარია. გაიზარდა იმ კატეგორიების ჩამონათვალი, რომლებიც სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ. სამომავლოდ სასკოლო ფორმების ტარება ყველა, მათ შორის მაღალი კლასების მოსწავლეებსაც მოუწევთ – თუ პირველ ეტაპზე რეფორმა მეექვსე კლასის ჩათვლითაა გათვალისწინებული, მომავალში ყოველ წელს ჩამონათვალს ახალი კლასი დაემატება.

მსგავსი