სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება დაიხურა

უფლებადამცველების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

მესამე სექტორის არაერთი მძიმე ანგარიშის შემდეგ, სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულება დაიხურა.

საბჭოთა პერიოდში აშენებული ციხე, რომელშიც განსაკუთრებული რისკის მატარებელი პატიმრები, ძირითადად, კრიმინალური ავტორიტეტები, იხდიდნენ სასჯელს, იქ არსებული მძიმე პირობების გამო, წლების განმავლობაში მსჯავრდებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის პროტესტის მიზეზი იყო.

ციხის დახურვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაც იყო. ნომერ მეშვიდე საპყრობილის პატიმრები ახალდაშენებულ საპატიმრო დაწესებულებაში გადავიდნენ, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი.