საშუალო ხელფასის სტატისტიკა

18:39, 15.09.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.0 %-ით, ანუ 177 ლარით გაიზარდა და 2 389 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074  ლარი; მშენებლობა – 3 496 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304 ლარი. საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 927 ლარი, ხოლო კაცების 2 856 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 157.5 ლარი, ანუ 8.9% შეადგინა, ხოლო კაცებში 200.5 ლარი, ანუ 7.6%.

მსგავსი