საშობაო სამზადისი

7 იანვარს, მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.  საშობაოდ  განსაკუთრებული სამზადისია საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში. ტარდება საშობაო ლიტურგია.

კითხულობენ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს. ქრისტეშობას საქართველოსთან ერთად, რამდენიმე ქვეყნის ქრისტიანები, მათ შორის უკრაინის, სერბეთის, რუსეთის, ბულგარეთისა  და მონტენეგროს მართლმადიდებლებიც აღნიშნავენ.  საქართველოს პირველი არხი, ტრადიციულად, შობის დღესასწაულს სპეციალურ გამოშვებას მიუძღვნის, რომელიც ხვალ 22:40-ზე დაიწყება.

პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ჩართვებს რეგიონებიდან, რის შემდეგად საშუალება გექნებათ, რომ თვალყური ადევნოთ საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრიდან.