საშობაო მილოცვა

ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობას ზეიმობს, ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი: „ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას“ – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მილოცვაში.

მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. „ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.