საშობაო მესა ვატიკანში

საშობაო მესის დროს მორწმუნეებს ღარიბებზე ზრუნვისკენ მოუწოდა რომის პაპმა. წმინდა პეტრეს ტაძარსა და მოედანზე ჩატარებულ მესას 10 000 კათოლიკე ესწრებოდა. ეს რიგით მეექვსე საშობაო მესა იყო, რომელიც პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევის შემდეგ ჩაატარა. დღეს პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს. პაპი კათოლიკეებს სხვადასხვა ენაზე მიმართავს.