საშობაო კონცერტი

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საშობაო სიმღერის გალა-კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პოპ მომღერლები, ბენდი, საოპერო მომღერლები, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და ალტერ ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.

კონცერტზე მუსიკოსები მსმენელისთვის კარგად ნაცნობ ქართულ თუ უცხოენოვან საშობაო სიმღერებსა თუ კომპოზიციებს შეასრულებენ.

საშობაო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს 21 საათიდან დაიწყება.