შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა. ღვთისმშობლის ზეცად აყვანების ტაძარში, საშობაო ლიტურგიას ტრადიციულად, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობას ზეიმობს, ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. „ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას“ – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მილოცვაში.
მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. „ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.