საშობაო ღონისძიებების სეზონი კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დასრულდა

ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის საშობაო ღონისძიებების სეზონი კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დასრულდა.

ღონისძიებაში ახლად შექმნილ ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის სოლისტები მონაწილეობდნენ.

დაუკრავს შვეიცარიიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმარი ანასტასია ვოლჩოკი. ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტები უკვე გაიმართა საქართველოს სამ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

ახალგაზრდული ორკესტრი „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის“ ინოვაციური პროექტია, რომელიც პროექტის „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ ფარგლებში შეიქმნა.