საშობაო გამოფენა

57 ნამუშევარი და მხატვრის შემოქმედების მთავარი ხაზი – ანგელოზები. თუმანიშვილის თეატრი მედეა კეიდიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. საშობაო სერიისთვის მხატვარმა მხოლოდ ანგელოზები შეიარჩია და მისი მიზანია, ექსპოზიციის სანახავად მისული სტუმრებისადმი მადლიერება ამ ფორმით გამოხატოს. მედია კეიდიას ნამუშევრები თუმანიშვილის თეატრის ფოიეში 23 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.