საშობაო ეპისტოლე - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პატრიარქმა

საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა, ტრადიციულად, მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის მოსაგვარებლად, შედეგის მომტანი ნაბიჯების გადადგმა არის აუცილებელი, – წერია ეპისტოლეში. ასევე საუბარია პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა თავის ქმედებებსა და ფიქრებზე უნდა აიღოს.

ეპისტოლეში უწმინდესი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობას და უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე, ის კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზას უჩვენებს.