სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დროს მრევლს საქართველოს პატრიარქის ტრადიციული, საშობაო ეპისტოლე გააცნეს. პატრიარქი შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს. ასევე ეპისტოლეში ილია მეორე აქცენტს აკეთებს ამპარტავნებასა და ეგოიზმზე, რომელიც, მისი თქმით, არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. „ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.“
ეპისტოლეში ნათქვამია :„დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ” – როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყოველივე ეს უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს“.