საშობაო ალილო ზუგდიდში

შობის ტრადიციული სადღესასწაულო ალილო გაიმართა ზუგდიდში. მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა. მრევლმა და სამღვდელოებამ გალობით მოიარეს ქალაქის ქუჩები. თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკასთან პარაკლისი გადაიხადეს. მსვლელობისას შეგროვებული საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.