საშობაო ალილო ყვარელში

ალილოს მსვლელობა გაიმართა ყვარელში.

მსვლელობა ქალაქის სკვერიდან დაიწყო და წმინდა ილია მართლის მემორიალამდე ყვარლის მთავარი ქუჩა მოიცვა.

მოსახლეობა ალილოს მონაწილეებს ტკბილეულით და საჩუქრებით ხვდებოდა.

ალილოს მსვლელობაში სასულიერო პირები, მგალობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ალილოს მსვლელობა „ნეკრესის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით და ნეკრესის ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.