საშობაო ალილო თბილისში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღეს ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართება. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.  ალილოს მონაწილეები  გზად ნობათსა და ტკბილეულს შეაგროვებენ.

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა 14:00-დან რამდენიმე საათით შეიზღუდება.