საშობაო ალილო ქუთაისში

ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო ქუთაისში.

სასულიერო პირებმა, ქრისტეს შობის მახარობლებმა, მორწმუნეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს. მათ ალილოს საგალობლით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ახლადაშენებულ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც წირვას დაესწრნენ.

ნობათი ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.