ქრისტესშობის დღესასწაულს ტრადიციული ალილოთი აღნიშნავენ ქუთაისში. სასულიერო პირებმა, ქრისტესშობის მახარობლებმა, მორწმუნეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ალილოს საგალობლით მათ ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ქალაქს შობის დღესასწაული მიულოცეს.
ალილოზე შეგროვებულ თანხასა და ტკბილეულს მეალილოეები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადასცემენ.