საშობაო ალილო გაიმართა მარნეულში. მრევლი დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა, საიდანაც ფეხით მსვლელობა მოაწყო ქალაქის ქუჩებში. მეალილოებს წინ ჩოხოსნები და ცხენოსნები მიუძღოდნენ. ალილოში მონაწილეობდა ხარ-ურემიც. მრევლმა შემოწირულება შეაგროვა, რომელსაც მოგვიანებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებენ.