ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა გურჯაანში. შობის მახარობლებმა სამების ტაძრის მოძღვრებთან, მგალობლებთან და მრევლთან ერთად ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, მოსახლეობას ქრისტესშობა გალობით მიულოცეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. დღის ბოლოს შეგროვილი შემოწირულება სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდება.