ალილოს მსვლელობა გაიმართა გორშიც. მსვლელობა სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. ქრისტეს შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს. მსვლელობას შეუერთდნენ და მათ საჩუქრები და ნობათი გადასცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეგროვებულ ტკბილეულს გორისა და ატენის ეპარქია სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაუნაწილებს.