მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობები იმართება.
დედაქალაქში მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმემართებიან, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდება.