საშობაო ალილო ბათუმში

ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო ბათუმში.

ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. ისინი ქალაქის ქუჩებს შემოივლიან, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან შეჩერდებიან და საშობაო ნობათს შეაგროვებენ.

მსვლელობისას მიღებული ნობათი ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.