საშობაო ალილო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში

15:13, 07.01.2021

განსხვავებულია წლევანდელი ალილო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაშიც. მოძღვრები ყველა ტაძრიდან სტიქაროსნებისა და მგალობლების მაქსიმუმ ათკაციანი ჯგუფებით, მრევლის გარეშე აწყობენ მსვლელობას. ეპარქიის გადაწყვეტილებით, გაუთვალისწინებელი ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად,  ქრისტეშობის მახარობლები მოსახლეობას არ შეხვდებიან და შემოწირულობას ამ სახით არ მიიღებენ.  მსურველებს საშობაო ნობათის დატოვება ტაძრებში შეეძლებათ.

მსგავსი