საშობაო ალილო ახალციხეში

საშობაო ალილო გაიმართა ახალციხეში.

საზეიმო მსვლელობაში ბავშვები, მრევლი, თოვლის ბაბუა და მღვდელმსახურები მონაწილეობდნენ.

საშობაო ალილო თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყო და ივლისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზი იოანე უძღვებოდა.

გზადაგზა ალილოს მონაწილეებს მოქალაქეები ტკბილეულითა და სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებოდნენ.

საახალწლო ნობათი დაახვედრეს მათ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმაც.