საშობაო ალილო

ტრადიციული საშობაო მსვლელობა დასრულებულია.

ალილოს მონაწილეების მიერ შეგროვებული ნობათი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გაიგზავნება.

პატრიარქის კურთხევით 19 წლის წინ აღდგენილი რიტუალი წელსაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.

თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეებმა სამების ტაძრამდე გზა გალობით გაიარეს, გზადაგზა გროვდებოდა სადღესასწაულო შემოწირულობებიც.

ალილოს მონაწილეები შეჩერდნენ საპატრიარქოშიც, სადაც ისინი კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა.

თბილისის პარალელურად ალილო მოეწყო სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც.