საგანგაშო მაჩვენებლების დასრულებული კვლევა – ბავშვების სათამაშოების უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
წლის განმავლობაში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ე.წ. ტყლარწი. მათგან აღებულ ნიმუშებში მავნე ნივთიერებების გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა. შემოწმება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ჩაატარა. ნორმებს არ შეესაბამება ლატექსის ბურთების და სამ წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო პროდუქციის ნაწილი. ირკვევა ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უსაფრთხოების დამდასტურებელი ეტიკეტის გაყალბების შემთხვევებიც ფიქსირდება. სპეციალისტები ჯარიმებს არასაკმარისად მიიჩნევენ და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ.