„საშიში დედა“ ევროპულ ოსკარზე

ქართველი რეჟოსორის ნამუშევარი საუკეთესო ევროპული კინოს ტიტულისთვის იბრძოლებს.

ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმი ,,საშიში დედა“ 2018 წლის დაჯილდოვების ნომინანტია. სურათი დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე, აკრძალვებსა და სოციალურ გავლენაზე, – საქართველოში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობას გვიყვება. ფილმი, რომელიც არა ერთ საერთაშორისო ფესტივალზე უკვე შეაფასეს, ევროპული კინოაკადემიის 49 რჩეულ ნამუშევარს შორის მოხვდა. ანა ურუშაძე, ახლა ევროპულ ოსკარად წოდებული ჯილდოს მოპოვებას შეეცდება.

ცერემონია 15 დეკემბერს ესპანეთში გაიმართება, – თათია ბუხრაშვილი მოგიყვებათ