საშინაო და საგარეო საფრთხეები სუს-ის ანგარიშში

21:51, 26.04.2021

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კიდევ უფრო დამძიმებულ ვითარებას და ოკუპაციის მძიმე შედეგებს ეძღვნება სუს-ის ახალი ანგარიშის დიდი ნაწილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტს პარლამენტში იხილავენ. ანგარიშში, სადაც ქვეყნის მთავარი გამოწვევები და მოსალოდნელი საფრთხეებია გაანალიზებული, საუბარია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე და ამ მიმართულებით ჩატარებულ რამდენიმე გამოძიებაზე. დეპუტატების ძირითადი შეკითხვები სწორედ ამ მიმართულებით დაისვა. განხილვას შენიშვნების გარეშე არ ჩაუვლია.

მსგავსი