საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტის თანახმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის. მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის მართვის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო გახდება.