საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა

10 მთავარი გამოწვევა საშემოდგომო  სესიისთვის – ამ სახელწოდების პრეზენტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში გამართა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმსჯელებს. იმ თემების ათეული კი,  რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მთავარ გამოწვევად ასახელებს, საარჩევნო რეფორმით იწყება. ამ პუნქტზე საუბრისას არჩილ თალაკვაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს.

კიდევ ერთი გამოწვევა პარლამენტისთვის საშემოდგომო სესიაზე სასამართლოს რეფორმა იქნება და არჩილ თალაკვაძემ ამ კონტექსტში ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებითაც. გამოწვევებს შორისაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო ზედამხედველობა, 2020 წლის ბიუჯეტი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა, გარემო და ეკოლოგია, ბავშვის უფლებები, ბიზნესის მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

 

დატოვე კომენტარი