საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება
საქართველოს პარლამენტში დღეს საშემოდგომო სესია დაიხურება ბიუროს სხდომით. „საარჩევნო კოდექსი“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი, ცვლილება „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ კანონი და „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე მიიღო. რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.