საშემოდგომო ფესტივალი – „ჩემი საქართველო აქ არის“

15:20, 07.11.2026

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი – „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო.

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სკოლის ტრადიციულ ღონისძიებაზე მოწვევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს, რომლის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით ბოლნისში ყოველწლიურად იმართება სასკოლო ფესტივალი.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში საქართველოს სხვადასხვა ისტორიული კუთხის თემატური სივრცეები მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ქვეყნის კუთხეების ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული თავისებურებები და ტრადიციები წარმოადგინეს.

მსგავსი