საშემოდგომო დღესასწაული ქალაქ ვალეში

12:32, 10.10.2026

ქალაქ ვალეში საშემოდგომო დღესასწაული „ვალეობა“ მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიება კულტურის სახლის მიმდებარედ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობები, საშემოდგომო კუთხეები, მესხური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები და კულინარიული შემოქმედება, ასევე ადგილობრივი ხელოვანების და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესასწაული გალა კონცერტით გაგრძელდა, მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი და ჯგუფი „თეატრალური კვარტეტი“ წარდგნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და დამსახურებული ვალელები.

მსგავსი