საშეღავათო პერიოდი სასესხო ვალდებულებებზე

სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს მომხმარებელს „საქართველოს ბანკი“ „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“. საუბარია ფიზიკურ პირებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებზე. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მთვრობამ კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოსალოდნელი პრობლემების გამო, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა შეიმუშავა.