სასესხო შეთანხმება

კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარებისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 45 მლნ ევრომდე მიიღებს. სასესხო შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა მოაწერეს.

პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას ისახავს მიზნად და ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.