სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა. ღონისძიება ფოთში გაიმართა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 17 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისთვის სხვადასხვა ჯილდოებით, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობით სიგელებით დააჯილდოვეს. სტუმრებმა სანაპირო დაცვის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მათ შორის – ოთხი ახალი ჰიდროციკლი, რომლებიც სანაპირო დაცვას როგორც ზღვაზე პატრულირების, ისე სამაშველო ოპერაციების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება.